„რეალი“ და ბრაიმ დიასი შეთანხმდნენ

0
20

„რეალის“ ხელმძღვანელები ნახევარმცველ ბრაჰიმ დიასს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდნენ. მხარეები ხელშეკრულებას 2030 წლამდე დადებენ.
გადაწყვეტილება ოფიციალურად 2025-2026 წლების სეზონის ბოლოს გამოცხადდება. ხელშეკრულებაში ხელფასის მცირედით გაზრდა, ბონუსები და მეტი სათამაშო დროა გათვალისწინებული. მაროკოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს მოქმედი ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 22 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი