მოდრიჩი: „მოურინიომ რონალდუ ატირა“

0
7

ხორვატიის ეროვნული გუნდის კაპიტანს და „მილანის“ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩის თქმით, ჟოზე მოურინიო ყველაზე მკაცრი მწვრთნელია, რომელთან უმუშავია.
„მოურინიო განსაკუთრებულია – როგორც მწვრთნელი და ადამიანი. სწორედ მას სურდა „რეალში“ ჩემი ხილვა, სადაც სხვაგვარად ვერ მოვხვდებოდი. გული მწყდება, რომ ერთად მხოლოდ ერთი სეზონი გავატარეთ.
ყველაზე მკაცრი მწვრთნელი ვინც შემხვედრია მოურინიოაა. ერთხელ ვნახე გასახდელში კრიშტიანუ რონალდუ როგორ ატირა, რომელიც მოედანზე 100 პროცენტით იხარჯებოდა, მაგრამ ერთ ეპიზოდში მეტოქის მცველს არ გამოეკიდა.
მოურინიო მოთამაშეებთან პირდაპირია, მაგრამ სამართლიანია. ის სერხიო რამოსსა და გუნდს ახალწვეულს ერთნაირად ეპყრობოდა – თუ რამის თქმა უნდოდა, ყოველთვის ეუბნებოდა. მასიმიალინო ალეგრიც ასეთი – პირდაპირ ამბობს რაც მოსწონს და რაც არა“ – იუწყება „კორიერე დელა სერა“ ხორვატის ნათქვამს.
2018 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი მოდრიჩი „რეალში“ 2012 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 597 მატჩში 43 გოლი გაიტანა.
მან ესპანეთის ლა ლიგა 4-ჯერ, ესპანეთის თასი 2-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 5-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 6-ჯერ, უეფას სუეპრთასი 5-ჯერ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 5-ჯერ, ხოლო საკონტინეტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო.
ლაშა თაბაგარი