„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ დაადასტურა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ თავდამსხმელ რასმუს ჰოილუნდს გამოისყიდიან.
„ჰოილუნდის კონტრაქტის გამოსყიდვის პუნქტი ფორმალობაა. მისი ძალიან გვჯერა, ხოლო მას ჩვენი პროექტის სჯერა. ჰოილუნდი გუნდისთის ძალიან მნიშვნელოვანია“ – იუწყება მანას ნათქვამს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
22 წლის დანიელის იჯარა მიმდინარე წლის ივნისში იწურება. ის „ნაპოლის“ სეზონი წინ შეუერთდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 19 მატჩში 7 გოლი გაიტანა, თან 3 საგოლე პასი გააკეთა.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჰოილუნდი „ატალანტადან“ 2023 წლის ივლისში 64 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდა, ხოლო კიდევ 8 მილიონი ბონუსად იყო გათვალისწინებული.
ჰოილუნდი გრაცის „შტურმში“ ოთარ კიტეიშვილთან ერთად თამაშობდა და ავსტრიულმა კლუბმა 2022 წელს ბერგამოს „ატალანტაში“ 17 მილიონ ევროდ გაყიდა.
ლაშა თაბაგარი





