ჩაკვეტაძის პირველი მატჩი სერია A-ში

0
1

გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც ზაფხულში „უდინეზესთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, იტალიის სერია A-ში პირველად ითამაშა. მე-4 ტურში უდინელები გასვლაზე მილანის „ინტერს“ შეხვდნენ და 3:5 წააგეს.
საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის მე-9 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში აბანკვამ გახსნა, ხოლო მე-16 წუთზე მილანელთა კარი ეკელენკამპმა აიღო.
26-ე წუთზე „ინტერიდან“ ერთი ბურთი კარლოს აუგუსტომ გაქვითა, 35-ე წუთზე კი ნიკოლა ბარელამ ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა. 57-ე წუთზე მასპინძლები მარკუს ტურამმა დააწინაურა, რომელსაც ათ წუთში მხარი ფრანჩესკო ესპოზიტომ აუბა. 78-ე წუთზე „ინტერიდან“ თავი ბონიმ გამოიჩინა. 90-ე წუთზე მილანელებს გოლი იდრისა გეიემ გაუტანა. „უდინეზე“ 4 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი