მბაპე „რეალს“ გამოაკლდა

0
8

კილიან მბაპე მადრიდის „რეალს“ სამი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება, რის შესახებ ფრანგული გამოცემა L’Equipe იუწყება. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანს მუხლის მყესები დაეჭიმა.
დიდი ალბათობით, მბაპე ესპანეთის ლა ლიგაში „ბეტისთან“ (4 იანვარს) და „ატლეტიკოსთან“ (8 იანვარს) და “ლევანტესთან” (17 იანვარს) მატჩებს გამოტოვებს, ასევე, ის ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში და ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე “მონაკოსთან” ვერ ითამაშებს.
27 წლის თავდამსხმელებმა მიმდინარე სეზონში „რეალის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 24 მატჩში 29 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი