ალექსანდრე ნარიმანიძემ „ჟილინას“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე პასი შეასრულა. მე-8 ტურში „ჟილინა“ სტუმრად მოქმედ ჩემპიონ ბრატისლავას „სლოვანს“ შეხვდა და გუნდები უხვგოლიან ფრეზე გაიყარნენ – 3:3.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. 84-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ნარიმანიძემ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს მოედნის ცენტრიდან პასით მეკარესთან პირისპირ ბილალოვიჩი დატოვა, რომელმაც სტუმრები დააწინაურა. მასპინძლებმა ქულა ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთზე გატანილი გოლით გადაარჩინეს.
ნარიმანიძემ მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა. „ჟილინა“ 17 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





