„ბაშაქშეჰირი“ სტუმრად განადგურდა – ხარებაშვილი არ ათამაშეს

0
1

„ბაშაქშეჰირმა“, რომელსაც საბა ხარებაშვილი ზაფხულში შეუერთდა, თურქეთის სუპერლიგის მე-5 ტურში სტუმრად „ამედსფორთან“ 0:5 განადგურდა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მარცხენა მცველი თადარიგში იყო და არ უთამაშია. მან „ბაშაქშეჰირში“ გადასვლის შემდეგ ერთი შეხვედრა ჩაატარა შეცვლაზე.
„ამედსფორმა“ განვლილი შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმართა მცველის მიერ ბოლო წუთზე გატანილი ავტოგოლით მოიგო, ხოლო შესვენების მერე მეტოქეს ოთხი გოლი გაუტანა. „ბაშაქშეჰირი“ 4 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი