საქართველოს ნაკრების მეფარე გოგა ბითაძემ 2026 წელი შედეგიანად დაიწყო. ახალი წლის ღამეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მორიგ მატჩში “ორლანდო მეჯიქმა” სტუმრად 112:110 “ინდიანა პეისერზი” დაამარცხა, ტრავმამოშუშებულმა ბითაძემ კი 19 წუთში 14 ქულა, 9 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე) და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ გოგას უშუალო კონკურენტმა ვენდელ კარტერმა 29 წუთში მხოლოდ 6 ქულა დააგროვა.
სამწუხაროდ წარუმატებელი შეხვედრა ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს. “ტორონტო რეპტორზი” ნიკოლა იოკიჩის გარეშე მოთამაშე “დენვერ ნაგითსთან” 103:106 დამარცხდა, ქართველმა ფორვარდმა მატჩი უქულოდ დაასრულა და 12 წუთში 4 მოხსნა, თითო შედეგიანი გადაცემა-ჩაჭრა-დაფარება შეასრულა.




