ენცო მარესკა ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
45 წლის იტალიელი სპეციალისტი „ჩელსის“ 2024 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს და გასულ სეზონში გუნდს უეფას კონფერენს ლიგის გარდა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა.
2023-2024 წლების სეზონში მისი თავკაცობით „ლესტერი“ პრემიერლიგაში დაბრუნდა. მანამდე, ის „პარმას“ თავკაცობდა. გარდა ამისა, მარესკა „ასკოლიში“, „სევილიაში“, „ვესტ ჰემში“ და „მანჩესტერ სიტიში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. ასევე, იგი „სიტის“ 23-წლამდელთა გუნდს უძღვებოდა.
მარესკა პრემიერლიგის ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელიც ახალ წელს გაუშვეს.
„ჩელსიში“ არ დაუკონკრეტებიათ თუ რატომ შეწყვიტეს კონტრაქტი მარესკასთან, თუმცა, მედიის ინფორმაციით ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ გუნდმა ბოლო 9 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო.მიუხედავად იმისა, რომ მარესკას კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, მან კომპენსაციაზე უარი თქვა, რომელიც 14 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ჩელსის“ გაწვრთნის მთავარი კანდიდადი „სტრასბურგის“ თავკაცი ლიამ როსენიორია.
ლაშა თაბაგარი





