„ფლამენგოს“ მთავარა მწვრთნელმა ფელიპე ლუისმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის დეკემბრამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება. ის გუნდს 2024 წლის ივლისიდან წვრთნის.
40 წლის ბრაზილიელის სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ფლამენგომ“ ბრაზილიის ჩემპიონატი და კოპა ლიბერტადორესი მოიგო. გარდა ამისა, გუნდი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალში გაიყვანა, სადაც მიუნხენის „ბაიერნთან“ 2:4 დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი





