არაუხომ ფსიქოლოგიური პრობლემა დაძლია და „ბარსელონაში“ დაბრუნდა

0
6

რონალდო არაუხო „ბარსელონას“ შეუერთდა და ვარჯიში განაახლა. 26 წლის ურუგვაელმა ესპანური გრანდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე „ჩელსისთან“ 0:3 წაგებული მატჩის შემდეგ, რომელშიც არაუხო გააძევეს, ფეხბურთელმა „ბარსას“ ხელმძღვანელებს მიმართა, რომ ფსიქოლოგიურ პრობლემის გამო დასვენება სჭირდებოდა. მედიის ინფორმაციით, ის მოკლე ხნით იერუსალიმში გაემგზავრა, რათა სულიერად გაძლიერებულიყო.
26 წლის არაუხო, რომელიც „ბარსელონას“ კაპიტანია, გუნდში 2019 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირში ჩატარებულ 190 მატჩში 12 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი