.„ნიცას“ ახალი მთავარი მწვრთნელი კლოდ პიუელია, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. მან კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. ის ნიცელებს 2012-2016 წლებშიც ავარჯიშებდა. 64 წლის პიუელმა ფრანს ეზე შეცვალა, რომელიც გუნდს 2024 წლიდან ხელმძღვანელობდა.
ხანგრძლივი სამწვრთნელოს კარიერის განმავლობაში პიუელმა „მონაკოს“ საფრანგეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოაგებინა. გარდა ამისა, მან „ლილს“ ინტერტოტოს თასი ააღებინა.
„ნიცას“ 17 ქულა აქვს და საფრანგეთის ლიგა 1-ის 18-გუნდია სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა, ხოლო ევროპა ლიგის ფაზაზე ქულა არ აუღია და ბოლო 36-ე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარო





