სვანაძემ 21-წლამდელთა ნაკრებში კვარაცხელია მიიწვია

0
1

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, 26 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს შინ, საბერძნეთთან მატჩით განაახლებს. ხოლო 1 და 6 ოქტომბერს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიას და გერმანიას დაუპირისპირდება.
რამაზ სვანაძემ აღნიშნული მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. გუნდის კაპიტანი – გაბრიელ სიგუა და შემტევი ნახევარმცველი ანდრია ბართიშვილი ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან. ახალგაზრდულს ორი დებიუტანტი ჰყავს – გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ ჟილი, ბელგია).
მცველებირატი გრიგალავა (სუდუვა, ლიტვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო, ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), მუხრან ბაგრატიონი (კაპფენბერგი, ავსტრია)ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ლუკა წულუკიძე (დინამო, ბათუმი), გურამ ჯაფარიძე (დინამო, ბათუმი), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (გაგრა), გიორგი რობაქიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა),  გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ალეკო ბასილაძე (სლოვან ლიბერეცი, ჩეხეთი).
თავდასხმელები: იეგო დეისაძე (ტორპედო, ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო, თბილისი), ვახტანგ სალია (ნიუკასლ იუნაიტედი).

  • 26 სექტემბერი – საქართველო V საბერძნეთი | მიხეილ მესხი | 19:00 – ბილეთები
  • 1 ოქტომბერი – ჩრ. ირლანდია V საქართველო | შოუგრაუნდსი – ბალიმენა | 20:00
  • 6 ოქტომბერი – გერმანია V საქართველო | შიუკო არენა – ბილეფელდი | 22:45 

ლაშა თაბაგარი