„უოტფორდმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე, ინგლისის ჩემპიონშიფში წაუგებელი სერია კიდევ უფრო გაახანგრძლივა. 24-ე ტურში უოტფორდელები სტუმრად „ნორვიჩს“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით აჯობეს. ცნობისთვის, „უოტფორდმა“ ამ სეზონში „ნორვიჩს“ სახლშიც მოუგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონშიფში მხოლოდ 8-ჯერ ითამაშა, რაც აპრილში მიღებული ტრავმის ხანგრძლივი მკურნალობითაა გამოწვეული. მას გოლი ან საგოლე გადაცემა არ მიუთვლია. „უოტფორდიდან“ ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე პორტუგალიელმა ფორვარდმა ვივალდუ სემედუმ გაიტანა.
„უოტფორდს“ ზედიზედ 6 მატჩია არ წაუგია (4 გამარჯვება და 2 ფრე) – 38 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, რაც პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში თამაშის უფლებას აძლევს.
ლაშა თაბაგარი





