„ეშტორილი“, რომელშიც ნოდარ ლომინაძე სადებიუტო სეზონს ატარებს, პორტუგალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში სახლში „ალვერკას“ შეხვდა და 4:1 აჯობა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსნახევარმცველი, რომელიც ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდშიც გამოიძახა, სასტარტოში არ იყო და თამაშში 87-ე წუთზე ჩაერთო. მან ამ სეზონში ჩემპიონატში 12-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე ერთი შეხვედრა ჩაატარა.
„ალვერკასთან“ მატჩის პირველი ტაიმის „ეშტორილმა“ 2;0 მოიგო, ხოლო შესვენების შემდეგ მეტოქის კარი ამდენჯერვე აიღო და ერთი ბურთი გაუშვა. „ეშტორილი“ 20 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





