„კრემონეზე“, რომელშიც დაჩი ლორთქიფანიძე ირიცხება იტალიის ჩემპიონატის სერია A-ს მე-17 ტურში „ნაპოლისთან“ დამარცხდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ ისევ არ უთამაშია. 20 წლის ფეხბურთელი პირველ გუნდში წელს დააწინაურეს და პრაქტიკულად ყველა შეხვედრაში თადარიგში იყო, მაგრამ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.
შეხვედრის მე-13 წუთზე იტალიის მოქმედი ჩემპიონ ჰოილუნდმა დააწინაურა, რომელმაც 45-ე წუთზე დუბლი შეასრულა. სერია A-ში წელს დაბრუნებული “კრემონეზე” 21 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





