პაატა ღუდუშაური კარიერას თბილისის „იბერიაში“ განაგრძობს. 28 წლის გარემარბი საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ზედიზედ ორჯერ მომგებ კლუბს 2-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა.
ღუდუშაურს ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია. მან გასულ სეზონში ქუთაისელთა რიგებში ჩემპიონატში ჩატარებულ 33 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო თასზე ერთხელ ითამაშა. ღუდუშაურმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისელთა მაისური ოთხჯერ მოირგო. ის კარიერის განმავლობაში ასევე თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“, ბათუმის „დინამოში“, გორის „დილაში“ და ისრაელის „ბნეი საჰნინში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი





