კორსანტიას მორიგი სასტარტო და მოგება

0
33

საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი კორსანტიას “გიპუზკოამ” ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის  მორიგ ტურში შინ “ესტელას” 88:77 სძლია. ბოლოდროინდელი ტრადიციის მიხედვით გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და 22 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
“გიპუზკოამ” პრიმერა FEB-ის გათამაშებაში ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო და სადღეისოდ  მეექვსე პოზიციაზეა. ტურნირის გამარჯვებული პირენელთა უმაღლეს დივიზიონში, ლიგა ენდესაში გადადის, მომდევნო 8 გუნდი კი პლეი ოფს მეოთხედფინალიდან იწყებს.