თომა ტაბატაძემ „ბუხარას“ უზბეკეთის სუპერლიგაში ადგილი შეუნარჩუნა. პლეი-აუტის გადამწყვეტ მატჩში ბუხარელები სტუმრად „არალს“ დაუპირისპირდნენ და ქართველი თავდამსხმელის წყალობით მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.
ტაბატაძემ შეუცვლელად ითამაშა და 32-ე წუთზე სტუმართა ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, თავით ბურთი კარში გადაგზავნა. 34 წლის ფეხბურთელმა „ბუხარაში“ სეზონის მეორე ნახევარი ჩაატარა და 17 შეხვედრაში თავი 5-ჯერ გამოიჩინა. ის სეზონის პირველ ნახევარში ფერგანის „ნეფთჩიში“ თამაშობდა, სადაც 12 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





