კაპანაძე და გაგუა სლოვაკეთის თასის 1/4-ფინალში გავიდნენ

0
14

„დუნაისკა სტრედა“, სადაც ცოტნე კაპანაძე და გიორგი გაგუა გამოდიან, სლოვაკეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა.
1/8-ფინალში „დუნაისკა სტრედამ“ „მიხალოვცე“ მიიღო და 3:0 სძლია. მასპინძლების დაცვის მარჯვენა ფლანგზე კაპანაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ფორვარდი გაგუა თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო.
სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერი ბრატისლავას „სლოვანი“ შინ „რუჟემბეროკთან“ 1:2 დამარცხდა. მასპინძლების განაცხადში საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტან გურამ კაშია იყო, რომელსაც არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი