სეგუნდა ლიგაში მოასპარეზე „კადისი“, სადაც იური ტაბატაძე თამაშობს, ესპანეთის თასიდან გავარდა. 1/32-ფინალში კადისელები სტუმრად „მურსიას“ შეხვდნენ და 2:3 დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
„მურსიამ“ პირველი ტაიმი 3:0 მოიგო, ხოლო შესვენების შემდეგ „კადისმა“ ორი გოლი გაიტანა. სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების შანსიც ჰქონდა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენეს.
ლაშა თაბაგარი





