პაულუ ფონსეკა „ლიონიდან“ „სპორტინგში“ მიდის

0
2

პაულუ ფონსეკა ფრანგული „ლიონის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. RMC Sport -ის ინფორმაციით, მან ამის შესახებ ფეხბურთელებს ლიგა 1-ის განვლილ ტურში „ანჟერთან“ 2:0 გამარჯვების შემდეგ განუცხადა. პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდს 2025 წლის იანვრიდან ავარჯიშებს.
53 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს, სადაც სათავეში ლისაბონის „სპორტინგს“ ჩაუდგება. „ლიონამდე“ ფონსეკა  „პასუშ ფერერას”, “პორტუს”, “ბრაგას”, დონეცკის “სახტარს”, “რომას”, “ლილს” და „მილანს“ ხელმძღვანელობდა.
ლაშა თაბაგარი