„ჰამბურგი“, რომლის შემადგენლობაში გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს, გერმანიის თასიდან გავარდა. 1/8-ფინალში ჰამბურგელები შინ „ჰოლსტენ კილს“ დაუპირისპირდნენ და პენალტების სერიაში წააგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, ხოლო მასპინძლები 107-ე წუთზე ჯატამ დააწინაურა. 118-ე წუთზე ჰარესმა ანგარიში გაათანაბრა, პენალტების სერიაში კი „ჰოლსტენ კილმა“ 4:2 მოიგო.
ლაშა თაბაგარი





