„ფენერბაჰჩეს“ სერჟიო კონსეისაუ გაწვრთნის

0
6

სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ სერჟიო კონსეისაუ გაწვრთნის რის შესახებ თურქული გამოცემა Haberturk იუწყება. კლუბი უკვე შეუთანხმდა პორტუგალიელ სპეციალისტს, რომელიც თურქეთის დედაქალაქში უახლოეს ხანში ჩავა. 51 წლის კონესისაუ „ფენერბაჰჩეში“ გასულ კვირაში დათხოვნილს ისმაილ კარტალს შეცვლის.
ბოლოს კონსეისაუ საუდი არაბეთის „ალ-იტიჰადში“ მუშაობდა – 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის მაისამდე. მანამდე, ის იტალიის „მილანს“ ავარჯიშებდა – 2024 წლის 30 დეკემბრიდან 2025 წლის 29 მაისამდე.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი გარემარბს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე წარმატებული პერიოდი „პორტუში“ ჰქონდა, რომელსაც  2017-2024 წლებში 11 ტიტული მოაგებინა – სამჯერ ჩემპიონობა, ოთხჯერ პორტუგალიის თასი, ერთხელ ლიგის თასი, ხოლო სამჯერ სუპერთასი.
სერჟიო კონსეისაუ კარეირის განმავლობაში ასევე პორტუგალიის „ოლიანენსეს“, „აკადემიკას“, „ბრაგას“, „ვიტორია გიმარაეშს“ და საფრანგეთის „ნანტს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი