„ვეილე“ დანიის თასს გამოეთიშა – გიორგი ტაბატაძე ისევ განაცხადს მიღმა

0
8

„ვეილე“, რომელსაც გიორგი ტაბატაძე ზაფხულში შეუერთდა, დანიის თასს გამოეთიშა. 1/4-ფინალში „ვეილე“ გასვლაზე „ვიბორგს“ დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში არ იყო. ცნობისთვის, 19 წლის ტაბატაძე განაცხადში არც გასულ კვირას სტუმრად „ოდენსესთან“ 0:3 წაგებულ მატჩში მოხვდა. მასპინძლებმა თითო ტაიმში ორ-ორი გოლი გაიტანეს, რითაც სტუმრებმა ერთი ბურთით უპასუხეს.
ლაშა თაბაგარი