კიტეიშვილის „შტურმის“ ზედიზედ მეორე მარცხი

0
12

გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე თამაში წააგო. მოქმედი ჩემპიონი სტუმრად ვენის „რაპიდს“ დაუპირისპირდა და ორი გაშვებული გოლის წილ, ერთი გაიტანა. კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. „შტურმი“ 21 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 4 ქულით ჩამორჩება.
„ექსელსიორმა“, რომლის ღიღსებას ირაკლი ეგოიანი იცავს, ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-11 ტურში სტუმრად „ტელსტართან“ ქულები გაიყო – 2:2. ჩვენი 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. „ექსელსიორი“ 10 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი