„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ ახლა დასვენებისა და ძილის დრო არაა.
„ენერგიით სავსე ვარ. ჩემთვის „მანჩესტერ იუნაიტედის“ გაწვრთნა დიდი პრივილეგიაა და დროის დაკარგვას არ ვაპირებთ. კვირას გასამართი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.
ახლა დასვენების და ძილის დრო არაა. უნდა მოვემზადოთ, რომ „ენფილდზე“ ჩასატარებელი თამაშისთვის საუკეთესო კონდიციებში ვიყოთ“ – იუწყება პოჩეტინოს ნათქვამს მანჩესტერელთა ოფიციალური ვებგვერდი.
54 წლის არგენტინელი სპეციალისტი „მანჩესტერ იუნაიტედში“ დანიშვნამდე, 2024 წლის აგვისტოდან აშშ-ს ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობოდა. მანამდე, ის „ესპანიოლს“, „საუთჰემპტონს“, „ტოტენჰემს“, „პარი სენ ჟერმენს“ და ლონდონის „ჩელსის“ წვრთნიდა.
მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ჩატარებულ 10 ტურში მანჩესტერელებმა ერთი თამაში მოიგეს და 8 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი





