„კადისმა“, სადაც იური ტაბატაძე თამაშობს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-12 ტურში სტუმრად „ანდორასთან“ 0:0 ითამაშა. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. „კადისი“ 20 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
საბერძნეთის სუპერლიგის მე-9 ტურში „პანსერაიკოსი“ სახლში პაოკ-თან 0:5 დამაცხდა. მასპინძლებში ცენტრალურმა მცველმა ივაგელაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სტუმრების თადარიგში საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი იყო. პაოკ-ი 23 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში პირველია, ხოლო „პანსერაიკოსი“ 5 ქულით ბოლოსწინაა.
რუმინეთის სუპერლიგის მე-15 ტურში კრაიოვას „უნივერსიტატია“ შინ ბუქარესტის „რაპიდს“ დაუზავდა – 2:2. ჩვენი ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი სასტარტოში ვერ მოხვდა და თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო. „უნივერსიტატია“ 29 ქულით 16 გუნდში მესამეა.
ლაშა თაბაგარი





