ბლანი „ალ-იტიჰადიდან“ გაუშვეს

0
18

ლორან ბლანი „ალ-იტიჰადის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. 59 წლის ფრანგ სპეციალისტს კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრთან“ 0:2 მარცხი არ აპატიეს.
საფრანგეთის ნაკრების ექსმწვრთნელი „ალ-იტიჰადს“ სათავეში შარშან ჩაიდგა და ქვეყნის ჩემპიონატთან ერთადა, საუდის არაბეთის თასი მოაგებინა.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა სამწვრთნელოს კარიერას 2007 წელს „ბორდოში“ დაიწყო, რომელსაც 2008-2009 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული, თასი და სუპერთასი მოაგებინა. ის 2010 წელს სათავეში საფრანგეთის ნაკრებს რაიმონ დომენეკის ნაცვლად ჩაუდგა და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატში მონაწილეობდა.
2013-2016 წლებში ბლანი პსჟ-ს ხელმძღვანელობდა, რომელთან ერთად საფრანგეთის პირველობა 3-ჯერ, თასი 2-ჯერ, სუპერთასი 3-ჯერ, ხოლო ლიგის თასი 3-ჯერ მოაპოვებინა.
ის 2020-2022 წლებში კატარის „ალ-რაიანს“ ავარჯიშებდა, ხოლო 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის სექტემბრამდე – „ლიონს“.
ბლანის ერთ-ერთ შემცვლელად იტალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი განიხილება.
ლაშა თაბაგარი