გიორგი მოისწრაფიშვილმა, რომელიც ტრნავის „სპარტაკში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, სლოვაკეთში თავისი მესამე საგოლე პასი მიითვალა. მე-9 ტურში ტრნაველები სტუმრად „ჟილინას“ დაუზავდნენ – 2:2.
„ჟილინაში“ ქართველმა მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ შეუცვლელად ითამაშა, ისევე როგორც „სპარტაკში“ – მოისწრაფიშვილმა. ამ უკანასკნელმა 85-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 2:1 იგებდნენ, საჯარიმოში ზუსტი პასი გონგს გაუკეთა, რომელმაც საჰაერო ორთაბრძოლა ნარიმანიძეს მიუგო და თავით გაიტანა.
ტრნაველები 16 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან, ხოლო „ჟილინა“ ამდენივე ქულით მესამეა.
ლაშა თაბაგარი





