მამაგეიშვილს მცირე დრო მისცეს, გაგნიძე არ ათამაშეს

0
18

პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონის მე-7 ტურში „ფამალიკაომ“, სადაც ოთარ მამაგეიშვილი ირიცხება, „რიუ ავე“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსნახევარმცველი მასპინძლების სასტარტოში ისევ ვერ მოხვდა და თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო. „ფამალიკაოს“ 12 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-7 ტურში „გრანადამ“ გასვლაზე „უესკას“ 1:0 აჯობა. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე გამარჯვებულთა განაცხადში იყო, მაგრამ ისევ არ ათამაშეს. „გრანადა“ 5 ქულით 22-გუნდიან სეგუნდაში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი