პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონის მე-7 ტურში „ქართული“ დერბი შედგა – ნოდარ ლომინაძის „ეშტორილმა“ მოქმედი ჩემპიონი ლისაბონის „სპორტინგი“ მიიღო, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის.
ლისაბონელებმა კოლუმბიელი ფორვარდის ლუის სუარესის მიერ მე-12 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან სასტარტო შემადგენლობაში არცერთი იყო – ქოჩორაშვილი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ლომინაძე – 64-ეზე.
„სპორტინგი“ 18 ქულით 18-გუნდია ჩემპიონატში ლიდერია, ვიდრე თავის მატჩს „პორტუ“ ჩაატარებს, ხოლო „ეშტორილი“ 5 ქულით მეცამეტეა.
ლაშა თაბაგარი





