ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში ტრავმის გამო უკვე მეორედ შეცვალეს.
მე-6 ტურში პსჟ-მ „ოსერი“ მიიღო და ორი უპასუხო გოლი გაუტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის დასაწყისში გოლის გატანაც შეეძლო, როდესაც საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა შორეულ კუთხეში არაზუსტად დაარტყა.
24-ე წუთზე სენაიამ კვარაცხელიას ეუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო. ხვიჩა მარცხენა მუხლის იტკიებდა, მაგრამ ტაიმი დაასრულა. მას ანგარიშის გახსნის შანსიც ჰქონდა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მყოფმა მარჯვენა ოდნაც მახვილი კუთხიდან დაარტყა და სტუმართა მეკარემ რთული ბურთი მოიგერია.
32-ე წუთზე ვიტინიამ მეტოქის საჯარიმოში გახსნილი უკრაინელი მცველი ზაბარნი მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან ერთი შეხებით ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა – 1:0.
პირველი ტაიმის მერე, კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე ბარკოლა შევიდა. 54-ე წუთზე მაიულუმ მარცხენა ფრთიდან პასი „ოსერის“ საჯარიმოში გახსნილ ბერალდოს გაუკეთა, რომელმაც თავით გაიტანა – 2:0.
პსჟ 15 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





