ფაცაციას სადებიუტო გოლი ალბანეთში

0
19

ცოტნე ფაცაციამ, რომელიც „ტირანას“ მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა, ალბანეთის უმაღლეს დივიზიონში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-5 ტურში „ტირანამ“ თანაქალაქელი „დინამო“ მიიღო და 1:2 წააგო. ფაცაცია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე პენალტიდან ერთი ბურთი გაქვითა. ის 61-ე წუთზე შეცვალეს. „ტირანა“ 2 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოა.
ყაზახეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში „ჟენისმა“, სადაც მცველი ზურაბ თევზაძე და ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე გამოდიან, თავის მოედანზე „თურანი“ 6:3 დაამარცხა.
ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტოში მხოლოდ თევზაძე მოხვდა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. 88-ე წუთზე მასპინძლებმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს, ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდეს და თევზაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მან მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა. ლობჯანიძე მოედანზე 86-ე წუთზე შევიდა, „ჟენისი“ 34 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი