„სარაევო“, რომლის კაპიტანი გიორგი გულიაშვილია, ბოსნიის ჩემპიონატის მე-9 ტურში თანაქალაქელვ„ჟელეზნიჩართან“ სტუმრად 0:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და 41-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „სარაევო“ 10 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეშვიდეა.
სლოავკეთის უმაღლესი დივიზიონის მე-9 ტურში ბრატისლავას „სლოვანმა“ გასვლაზე „ტრენჩინს“ 2:1 აჯობა. ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანი გურამ კაშია გამარჯვებულთა სასტარტოში ვერ მოხვდა და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. „სლოვანი“ 18 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
„დუნაისკა სტრედამ“ შინ „კომარნოს“ ვერ აჯობა – 1:1. მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე მასპინძლების სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს, ხოლო გიორგი გაგუა მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა. „დუნაისკა სტრედა“ 15 ქულით მეორეა.
ლაშა თაბაგარი





