გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-7 ტურში „ნიურნბერგი“ თავის მოედანზე ბერლინის „ჰერტასთან“ 0:3 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი მასპინძლების სასტარტოში იყო და 70-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. „ნიურნბერგი“ 4 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა. „უდინეზემ“ იტალიის სერია A-ში ზედიზედ მეორე თამაში წააგო. მე-5 ტურში უდინელები სტუმრად „სასუოლოს“ შეხვდნენ და სამ გოლი გაუშვეს, ხოლო თავად მეტოქის კარი ერთხელ აიღეს. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე მიჯრით მეორე თამაშში მოედანზე ერთი წუთიც არ შეიყვანეს. „უდინეზე“ 7 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





