ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-7 ტურში „კადისმა“ „სეუტა“ მიიღო და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. მასპინძლების სასტარტოში იური ტაბატაძე იყო, რომელიც 77-ე წუთზე შეცვალეს. 25 წლის ქართველი გარემარბი საკმაოდ აქტიურობდა, მაგრამ ამჯერად მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. „კადისი“ 15 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
„მეცის“ სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების გარემარბები გიორგი წიტაიშვილის და გიორგი აბუაშვილი ისევ ვერ მოხვდნენ. მე-6 ტურში „მეცი“ შინ „ლე ავრს“ შევხდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0.
წიტაიშვილი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო აბუაშვილი – 81-ეზე. „მეცმა“ მიმდინარე სეზონში მეორე ქულა აიღო და 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





