მექვაბიშვილის გუნდმა სამი ქულა ბოლო წუთზე დაკარგა

0
8

კრაიოვას „უნივერსიტატიამ“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი თამაშოსბ, რუმინეთის სუპერლიგის მე-11 ტურში ბუქარესტის „დინამოს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 74-ე წუთზე შევიდა. სტუმრები მე-17 წუთზე მუსამ დააწინაურა, ხოლო სამ წუთში ტელესმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 49-ე წუთზე ბუქარესტელების კარი ბადელიმ აიღო. 65-ე წუთზე ბანკუს გაძევების შემდეგ კრაიოველები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ. „დინამოდან“ ანგარიში 90-ე წუთზე პოპმა გაათანაბრა.
„უნივერსიტატია“ 24 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი