ჰარი კეინმა მიუნხენის „ბაიერნის“ მაისურით მე-100 გოლი გაიტანა. გერმანიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში მიუნხენელებმა თავის მოედანზე ბრემენის „ვერდერი“ 4:0 დაამარცხეს.
ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა დუბლი შეასრულა – 45-ე წუთზე პენალტი გაიტანა, ხოლო ოც წუთში თავი მეორედ გამოიჩინა.
კეინმა მეტოქეთა კარი 100-ჯერ 104 შეხვედრაში აიღო. 21-ე საუკუნეში მან ევროპის ტოპ 5 ლიგაში 100 გოლი ყველაზე სწრაფად მიითვალა – პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს და ნორვეგიელ ერლინგ ჰოლანდსს ამისთვის 105-105 შეხვედრა დასჭირდათ.
„ბაიენმა“ კეინი 2023 წლის აგვისტოში ლონდონის „ტოტენჰემიდან“ 100 მილიონ ევროდ შეიძინა, ხოლო კიდევ 10 მილიონი ბონუსად იყო გათვალისწინებული.
ლაშა თაბაგარი





