ელოშვილი და პარკაძე ავსტრიაში დაზავდნენ

0
18

ავსტრიის რანგით მეორე ლიგაში ქართული „დერბი“ შედგა, „ბრეგენცი“, რომელშიც ფორვარდი ლევან ელოშვილი გამოდის, ზალცბურგის „აუსტრიას“ დაუპირისპირდა, სადაც ლუკა პარკაძე ირიცხება.
ბრეგენცში გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, ხოლო ქართველი ფეხბურთელებიდან სასტარტოში არცერთი იყო. პარკაძე თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ელოშვილი მოედანზე 86-ე წუთზე შევიდა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა პარკაძემ ერთი მეტოქე ჩამოიცილა და დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. ცნობისთვის, პარკაძემ, რომელიც მიუნხენის “ბაიერნს” ეკუთვნოდა, გერმანული კლუბი თავისუფალ აგენტად დატოვა და ზალცბურგელებთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა.
„აუსტრია“ 8 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა, ხოლო „ბრეგენცი“ 2 ქულით ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი