კვერნაძის „ფროზინონე“ სერია B-ში ლიდერობს

0
11

სერია B-ს მე-5 ტურში „ფროზინონემ“ გასვლაზე „მანტოვა“ 5:1 გაანადგურა. საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი გიორგი კვერნაძე გამარჯვებულთა განაცხადში არ იყო. მას თამაშამდე ვირუსი შეეყარა, რომლის გამო მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და მოედანზე გასვლა შეუძლებელი იყო. „ფროზინონე“ 11 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
დაჩი ლორთქიფანიძე „უდინეზეში“ ისევ არ ათამაშეს. იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში უდინელები სტუმრად „კომოს“ შეხვდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს 21-წლამდელთა ნახევარმცველი წინა მატჩების მსგავსად განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა.
მასპინძლებიდან ანგარიში 32-ე წუთზე პასმა გახსნა, ხოლო 69-ე წუთზე ბაშიროტომ საპასუხო ბურთი გაიტანა. 82-ე წუთზე „კომო“ კაცნაკლული დარჩა, მაგრამ სტუმრებმა ამით ვერ ისარგებლეს. „კრემონეზე“ 9 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი