„გაგრას“ ფიასკო თელავში

0
5

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურმა სტარტი თელავში აიღო, სადაც ადგილობრივმა „თელავმა“ „გაგრა: მიიღო და 4:0 დაამარცხა.
მატჩის მე-4 წუთზე ფირუზ გაბიტაშვილმა დაახლოებით 23-ე მეტრიდან საჯარიმო დარტყმა კარგად შეასრულა და ანგარიში გახსნა – 1:0. ბოლო ხუთ შეხვედრაში „თელავმა“ „გაგრას“ კარი პირველად აიღო.
30-ე წუთზე ელდარ პარკინაშვილმა პასი სტუმართა საჯარიმოში გახსნილ ტატო ჟივიძეს გაუკეთა, რომელიც ბრაზილიელმა კლაუდინეიმ წააქცია. მთავარმა მსაჯმა კობა რევაზაშვილმა პენალტი დანიშნა და წესის დამრღვევს ყვითელი ბარათი აჩვენა, ხოლო ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, სამხრეთ ამერიკელი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა. თელაველთა კაპიტანმა დაჩი ცნობილაძემ თერთმეტმეტრიანი შეასრულა და „გაგრას“ რუსმა მეკარე არსენ სიუკაევმა ბურთი მოიგერია.
მე-40 წუთზე გაგრელთა კარი ესპანელმა თავდამსხმელმა ინიგო მარტინმა აიღო. 59-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა პარკინაშვილმა ზუსტი პასი კარის წინ მდგომ ცნობილაძეს გაუკეთა, რომელმაც შეცდომა გამოასწორა – 3:0. 78-ე წუთზე გაგრძელთა მცველის მოგერიებული ბურთი ანდრია დევდარიანმა დაახლოებით 18 მეტრიდან მარცხენა ფეხით შეუჩერებლად დაარტყა და სიუკაევმა ვერაფერი გააწყო – 4:0.
გიორგი ონიანის გაწვრთნილი „გაგრა“ 33 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, ხოლო ვალერი გაგუას ხელმძღვანელობუთ „თელავმა“ 25 ქულა დააგროვა და მეშვიდეა.
თელავი 4:0 გაგრა 
ლაშა თაბაგარი