ლიმასოლის „არისმა“, რომელშიც გიორგი ქვილითაია გამოდის, კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის მე-5 ტურში ახნას „ეთნიკოსი“ მიიღო და 3:0 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და მე-8 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
მატჩის 37-ე წუთზე ანგარიში გომისმა გახსნა, ხოლო 55-ე წუთზე მაკსოლანდმა მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კაკულისმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„არისი“ 12 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





