„უდინეზეს“ პირველი მარცხი სეზონში – გოგლიჩიძე არ ათამაშეს

0
11

„უდინეზემ“, რომელსაც საბა გოგლიჩიძე ზაფხულში შეუერთდა, მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში პირველი თამაში წააგო. მე-4 ტურში უდინელებმა „მილანი“ მიიღეს და სამი უპასუხო გოლი გაუშვეს.
საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი სათადარიგო იყო და არ უთამაშია. „მილანიდან“ მე-40 წუთზე ანგარიში პულიშიჩმა გახსნა, ხოლო ფოფანამ 46-ე წუთზე უდინელები მეორედ დაამწუხრა. 53-ე წუთზე პულიშიჩმა დუბლი შეასრულა და დარჩენილ დროში „უდინეზემ“ პრესტიჟის გოლიც ვერ გაიტანა.
„უდინეზეს“ 7 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი