ტაბატაძის დუბლი

0
10

თომა ტაბატაძემ „ბუხარაში“ გადასვლის შემდეგ, უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი პირველი დუბლი შეასრულა. 22-ე წუთზე ბუხარელებმა საკუთარ მოედანზე „ნოვბახორი“ 5:0 გაანადგურეს.
ტაბატაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-4 წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, საჯარიმოში მყოფმა მცველის მიერ მოგერიებული ბურთი დაამატა – 2:0. 41-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა პენალტი გამოიყენა – 4:0. მის გარდა დუბლი ბეგიჩმა შეასრულა, რომელმაც თავი 31-ე და პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე გამოიჩინა.
ტაბატაძემ, რომელიც „ბუხარას“ სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა, ჩემპიონატში ჩატარებულ 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მან სეზონი ფერგანის „ნეფთჩიში“ დაიწყო, სადაც 12 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი