სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში „ქართული“ დერბი შედგა – გურამ კაშიას „სლოვანმა“ „დუნაისკა სტრედა“ მიიღო, რომელშიც ცოტნე კაპანაძე და გიორგი გაგუა გამოდიან.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სტუმრებში მოედანზე ასევე ორი ტაიმი კაპანაძემ გაატარა. 21-წლამდელთა ნაკრების ექსფორვარდი გაგუა მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა.
მასპინძლები მე-10 წუთზე ბარსეგიანმა დააწინაურა, ხოლო 41-ე წუთზე რამადანმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 48-ე წუთზე ტოლიჩმა ბრატისლაველები ისევ წინ გაიყვანა, მაგრამ 64-ე წუთზე დიუკანოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა. 76-ე წუთზე სტუმრების კარი ბლექმენმა აიღო და ამ გოლმა დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა.
მოქმედი ჩემპიონი ნ„სლოვანი“ 15 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა, ხოლო „დუნაისკა სტრედა“ 14 ქულით მესამეა.
ლაშა თაბაგარი





