ლოჩოშვილის პირველი გამარჯვება გერმანიაში

0
9

„ნიურნბერგმა“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი მოიგო. მე-6 ტურში ნიურნბერგელებმა „ბოხუმს“ უმასპინძლეს და ორი გოლი გაუტანეს, ხოლო თავის კარში ერთი მიიღეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ისევ შეუცვლელად ითამაშა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები იუსტვანმა დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან 86-ე წუთზე პენალტი სისოკომ გამოიყენა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მეორე წუთზე გრიმალდიმ „ნიურნბერგს“ სამი ქულა მოუტანა. „ნიურნბერგი“ 4 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი