კრაიოვას „უნივერსიტატია“, სადაც ანზორ მექვაბიშვილი თამაშობს მიმდინარე სეზონში რუმინეთის ჩემპიონატში პირველად დამარცხდა. მე-10 ტურში კრაიოველები სტუმრად „ოცელულს“ შეხვდა და მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. ჩვენი ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტოში არ იყო და მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა. მარცხის მიუხედავად „უნივერსიტატია“ 23 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
„სარაევომ“, რომელშიც გიორგი გულიაშვილი გამოდის, ბოსნიის ჩემპიონატის მე-8 ტურში „ველეჟს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდმა მასპინძლებს შეუცვლელად უკაპიტნა. „სარაევო“ 10 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეათეა, ხოლო გულიაშვილმა ამ სეზონში ჯერ გოლი არ გაუტანია.
ლაშა თაბაგარი





