„ფროზინონემ“, რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდის, იტალიის სერია B-სმე-4 ტურში „სუდტიროლი“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი სხვაობით იგებდა, საბოლოოდ ფრეს დასჯერდა – 2:2.
საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლები მე-10 წუთზე კაიომ დაწინაურა, რომელმაც პენალტი გაიტანა, ხოლო ოც წუთში გედიემისმა მეორე გოლი შეაგდო.
„სუდტიროლიდან“ 72-ე წუთზე ერთი ბურთი მარტინიმ გაქვითა. 78-ე წუთზე მერკაიმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა. „ფროზინონე“ 8 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა.
ლაშა თაბაგარი





