„კრაკოვია“, რომელშიც ოთარ კაკაბაძე გამოდის, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-9 ტურში სტუმრად „კატოვიცეს“ შეხვდა და 3:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გუნდს შეუცვლელად უკაპიტნა.
ანგარიში 33-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მასპინძელთა ფეხბურთელმა ჩერვინსკიმ ბურთი თავის კარში გაიტანა. მე-40 წუთზე კრაკოველებიდან თავი ჰენრიკსონმა გამოიჩინა, ხოლო 55-ე წუთზე – სტოიკოვიჩმა.
„კრაკოვია“ 17 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





